Archive for the ‘ვაკის პარკი’ Category

შენი ღიმილისფერ ცას,
შენი თვალებისფერ ზღვას,
თმებზე მოთამაშე ქარს.

კლდეზე დაგორებულ ზვავს,
მთის ნაკადულს ანკარას,
სუფთა ჰაერს, სუფთა წყალს.
და ყველაფერს, რისიც მწამს.

ბრძოლის ველზე სისხლის კვალს,
დაქვრივებულ ლამაზ ქალს,
გულგატეხილ მეგობარს.

ბავშვის თვალზე მომდგარ ცრემლს,
მოხუცის გამოწვდილ ხელს,
ჩვენს აუხდენელ ოცნებებს
ვჩუქნი ამ სევდიან ლექსს.

მისამღერი:
.. ცას, უღრუბლო ცას,
ზღვას, შენი თვალებისფერ ზღვას,
ცას, უღრუბლო ცას,
და ყველაფერს, რისიც მწამს.

დროში გზააბნეულ ლექსს,
ცაზე ვარსკვლავების მწყემსს,
მის დათესილ სიკეთეს.

ყველა მშვიდობიან დღეს,
ერთად გატარებულ წლებს,
დღეს გაჩენილ სიციცხლეს

ვჩუქნი ამ სევდიან ლექსს.

მისამღერი ..

Advertisements

 

როცა მოგწყინდება, როცა დაიღლები,
როცა უმიზეზოდ გატკენს ვინმე გულს,
გახსოვდეს, გჯეროდეს, იცოდე.
რაღაც არ გამოვა, ვიღაც აღარ მოვა.
სწორედ მაშინ მინდა ღიმილით გითხრა,
რაც შენთვის მე უკვე ბევრჯერ მითქვამს.

იცოდე ყველაფერი თავდება, მერე ისევ იწყება
ვერ ძლებს ოცნება აუსრულებლად
და მერე გულში უცებ ნათდება, მერე ისევ ბინდდება
ასე გრძელდება დაუსრულებლად.

ის თუ აღარ მოვა, მე თუ გახსენდები
მარტო დამიძახე, გამაგონე ხმა
გახსოვდეს, გჯეროდეს, იცოდე.
ისევ მზე ამოვა, ისევ შენთან მოვალ
სწორედ მაშინ მინდა ღიმილით მითხრა,
რაც ჩემთვის შენ არადროს არ გითქვამს.

იცოდე ყველაფერი თავდება, მერე ისევ იწყება
ვერ ძლებს ოცნება აუსრულებლად
და მერე გულში უცებ ნათდება, მერე ისევ ბინდდება
ასე გრძელდება დაუსრულებლად.

როცა მოგწყინდება, როცა დაიღლები…
როცა მოგწყინდება, როცა დაიღლები…
როცა მოგწყინდება…