Archive for the ‘მგზავრები’ Category

დილა ცისფრად გათენდა, 
ღამე ისევ დანებდა, 
ნიავი ფარდას არხევდა
რა დილაა, რა ცისფრად გათენდა.

ისევ დამასწრო დილამ
და ჩემზე ადრე გათენდა.
ცა თითქოს მონისლული
საოცარ სევდას ამხელდა, ამხელდა.

ცრემლებს ტუჩებზე თმებით იშორებ,
მძინარე ყვავილებს შოპენით აღვიძებ. х2

ისევ გიტირია ჩუმად, გიტირია შენთვის.
ისევ გიცინია ჩუმად, გიცინია შენთვის.
ბევრჯერ მიტირია ჩუმად, მიტირია შენთვის.
ერთად გვიტირია ერთად, გვიცინია ჩვენთვის.
ცრემლებს ტუჩებზე თმებით იშორებ,
მძინარე ყვავილებს შოპენით აღვიძებ. х3

ცრემლებს ტუჩებზე, ცრემლებს ტუჩებზე, ცრემლებს ტუჩებზე...

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ 
ეგ ტუჩები დასალევად მენანება.
 ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები 
გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება! 
გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება 
შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ 
ეგ ტუჩები დასალევად მენანება (მე). 
ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები 
გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება, მენატრება! 

ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა, 
გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა.
 ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური მაჩუქა, 
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა,
 მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა, 
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა. 

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ, 
ეგ ტუჩები დასალევად მენანება (მე).
 ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები 
გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება, მენატრება! 

ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა, 
გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა. 
ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური მაჩუქა, 
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა, მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა, 
(ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა...) 
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა, 
(გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა...) 
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა,
 (ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური მაჩუქა...)
 მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა,
 მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა, 
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა. 

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ, 
ეგ ტუჩები დასალევად მენანება (მე). 
ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები 
გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება, მენატრება! x2