Archive for the ‘მეხუთე სეზონი’ Category

ბინდი ჩამოწვა არხოტის თავზე

ხადუს ბანებზე ნადირნი ხტიან,

მთაში ღრეობას მართავენ ტიალს,

და ჩემი რაშიც მიჰყვება ნიავს x2

 

რეტად დამდგარან შატილის მთანი,

გადუკრეფიათ ღრუბლები შავი,

ეულად არის ლაშარის ჯვარი,

დაჟანგებულა თორღვაის ხმალი.. x2

 

მაგრამ ოდესმე დადგება ჟამი

ფშავ-ხევსურები კვლავ იომებენ,

გუდანისა და ლაშარის ყმანი

წარსულს სიმღერით მოიგონებენ.. x2

Advertisements