Archive for the ‘ქართული ხმები’ Category

მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო

გაიშალე ოქროსფერი თმები,

გენატრება ზამბახების სიფაქიზე,

გენატრება ზამბახების ფერი..

ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები

და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს,

მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო

ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს.

არ დამტოვო გევედრები არ დამტოვო

სინანურლი აგიცრემლებს თვალებს

მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო

ვერ გავუძლებ მარტოობის წამებს.

ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები

და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს,

მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო

ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს.

მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო

ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს.

Advertisements

ყვავილების დედოფალა ეს ქვეყანა შენია,
შენ ისეთი ლამაზი ხარ ცქერა გამჭირვებია,
ყვავილების დედოფალა ყვავილები მღერიან,
ყველა დარდი დამავიწყე გული გადამერია.

წვიმა მოდის წვიმა წკაპაწკუპით, კაბა დაგსველებია,
ყვავილების დედოფალა, საყვარელო ფერია,
წვიმა მოდის წვიმა წკაპაწკუპით, მაგრამ არაფერია,
ყვავილები თურმე წვიმაშიც კი მღერიან მღერიან…

..ყვავილების დედოფალა ეს ქვეყანა შენია,
შენ ისეთი ლამაზი ხარ ცქერა გამჭირვებია,
წვიმა მოდის წკაპაწკუპით ყვავილები მღერიან,
ეს ქვეყანა გაცოცხლდა და გული გადამერია ყვავილები მღერიან 2X